მოსკოვში დაკავებული იულია ნავალნაია გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცოლი, იულია ნავალნაია თავისუფალია, - ამის შესახებ "ეხპ მოსკვი" იტყობინება. 

იულია ნავალნაია პროტოკოლის სრული იგნორირებით, მისი ადვოკატის თვალწინ დააკავეს. მასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქში, პოლიციამ დღეს 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც აქციაში "თავისუფლება ნავალნის" მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, თავად ალექსეი ნავალნი18 დეკემბერს, მოსკოვში ჩამოფრენისთანავე დააკავეს. ის შერემეტიევოს ეროპორტში აიყვანეს მას შემდეგ, რაც გერმანიიდან ჩამოფრინდა, სადაც რუსეთის ხელისუფლების დავალებით მისი მოწამლვის შემდეგ მკურნალობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი