პეტერბურგში, ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციელი ქალს სასტიკად გაუსწორდა

გამოქვეყნდა:

სანკტ პეტერბურგში, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხრდასაჭერ აქციაზე პოლიციელი სასტიკად გაუსწორდა ქალს, რომელიც იმ მომენტში, აქციის ახალგაზრდა მონაწილის დაკავებას აპროტესტებდა. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩაარტყა მუცელში მთელი ძალით ქალს ფეხი პოლიციელმა.  ქალი ადეკვატურად იქცეოდა, პოლიციელებს არ შეხებია, მხოლოდ იკითხა: "რატომ აკეთებთ ამას? თქვენ ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ, ესენი ხომ თქვენი შვილები არიან...", პასუხად კი მუცელში დარტყმა მიიღო.

შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია მოსკოვთან ერთად, სხვა ქალაქებშიც გაიმართა. აქციის სლოგანი იყო "თავისუფლება ნავალნის". პოლიციამ, საერთო ჯამში, სხვადასხვა ქალაქში ორი ათასამდე ადამიანი დააკავა. 

მოსკოვში დააკავეს ასევე ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლეს.

თავად ნავალნი კი 18 დეკემბერს დააკავეს - მაშინვე, როგორც კი მოსკოვში ჩაფრინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი