არა პოლიტიკურ ლოქდაუნს - არასამთავრობოებმა კანცელარიაში პეტიცია შეიტანეს

გამოქვეყნდა:

არა პოლიტიკურ ლოქდაუნს - ამ სახელწოდებით პეტიცია კანცელარიაში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. მათი თქმით ქვეყნის მასშტაბით არსებული შეზღუდვები უმოქმედო და არაფრისმომცემია და აუცილებელია მათი გადახედვა. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის არა პოლიტიკურ ლოქდაუნს... ეს ვითომ პირველი მარტია, მერე გადავა პირველ აპრილამდე და ა.შ... მოლოდინი გვაქვს, რომ პასუხი არ გვექნება გახარიასგან და ამ ხელისუფლებისგან, რადგან ისინი საზოგადოებას პასუხს არასდროს არ სცემენ", - ამბობს ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 24 იანვარს და ხვალ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი