პროტესტი კომენდანტის საათის დროს - აქციამ ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ამ ფორმით, ბათუმში დაკავებულ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს მხარდაჭერას უცხადებენ. ის დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.
"მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტები ვაპროტესტებთ ირაკლი ფანგანის დაკავებას და სოლიდარობას ვუცხადებთ, როგორც ჩანს ხელისუფლება გადავიდა აქტივისტების ბრძოლის ახალ ეტაპზე. მათ უარი თქვეს ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე და უკვე ადამიანებს სისხლის სამართლებრივად ასამართლებენ, ეს არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, ამ ადამიანს სჯიან მისი განსხვავებული აზრის გამო ", - ამბობს აქციის მონაწილე
აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწყო , საიდანაც "ოცნების" ოფისთანაც გადაინაცვლეს და გზა შსს-კენ გააგრძელეს. სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათის არ ემორჩილებიან და არსებულ შეზღუდვებს აპორტესტებენ.
პოლიტიკური ლოქდაუნი - ასეთია აქციის მონაწილეების შეფასება, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გაიხსნას:
"ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა გაუქმდეს არაადეკვატური, პოლიტიკური კორუფციული რეგულაციები.... კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ ღამის საათებშია, სადაც ნაკლები სიმჭიდროვეა - ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი ფსიქოლოგიური, ხელის შეშლა პროტესტში და მეტი არაფერი", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი
მსვლელობა კი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაიგეგმა.
ამავე თემაზე: