კლინიკების წარმომადგენლებსა და ტიკარაძე შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

გამოქვეყნდა:

სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კლინიკების წარმომადგენლების თქმით, ერთადერთი მოთხოვნა, რომელზეც ტიკარაძემ მათ უპასუხა, წლების წინ მთავრობის მიერ დადგებილი ტარიფების გადახედვაა; დენის გადასახადის სუბსიდირებაზე კი მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაა. 

"საუბარია იმაზე, რომ მოხდა მნიშვნელოვანი ხარჯების ზრდა სხვადასხვა კუთხით. ძირითადად ვსაუბრობდით სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, რომ შევძლოთ დღევანდელი სიტუაციის უკეთ დაგეგმვა", - თქვა "ჯეო-ჰოსპიტალსის" დირექტორმა, ზურბა ქიტოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯამში 20-მდე კლინიკის წარმომადგენელმა ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა ღია წერილით მოითხოვა. მიზეზი სამედიცინო სექტორის მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი