NGO "ალტერნატივას" წევრები ირაკლი ჩავლეიშვილის სასტუმროსთან აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები საპროტესტო აქციას ირაკლი ჩავლეიშვილის სასტუმროსთან მართავენ. მათი თქმით, ჩავლეიშვილი მთავრობასთან გარიგების საფუძველზე შევიდა საკრებულოში.

"მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ჩავლეიშვილის ბოლო განცხადებას, სადაც მან თქვა რომ ირაკლი არ არის ოჯახში გაზრდილი და ალბათ ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი [იგულისხმება ნაგვის ურნის ინციდენტი] მაგრამ მან იცოდა, რომ ირაკლი არის დევნილი აფხაზეთიდან და მისი მშობლები დაიღუპნენ... ასეთ ადამიანზე ვამბობთ, რომ ის არ იმსახურებდა... სწორედ ეს არის მაგალითი იმის, რომ დღეს არჩევნებს აყალბებენ და ხელისუფებასთან გარიგებაში არიან ადამიანები, ვისაც აქვს კერძი ბიზნეს ინტერესები", - ამბობს ხათუნა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფანგანმა ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, თავზე ნაგავი დააყარა - საქმეზე გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

პოლიტიკოსების განცხადებები ამ საკითხზე:

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი