48 საათიანი ულტიმატუმის ვადა იწურება - ზუსტად 3 საათში, ბიზნესის სხავადსხვა სფეროს წარმომაგენლები, მთავრობის ადმინისტრაცაისთან შეიკრიბებიან და ხელისუფლების საბოლოო პასუხს დაელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები 1 თებერვლიდან არ გაუქმდება აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობის პიკეტირებას აპირებენ.
აქციის ორგანიზატორებს მთავრობისგან დიდი მოლოდინი არ აქვთ, შესაბამისად, აქციის ორგანიზატორები გზის გადაკეტვას, სამთავრობო უწყებების პიკეტირებას აპირებენ. აქციაზე დღეს, 26 იანვარს "თავისუფალი მიკროფონის" პრინციპი იქნება.
"ბევრს საინტერესო პერფორმანსს მიიღებენ ადგილზე, პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ არც ნაკლებ მუშტს მიიღებს ეს ხელისუფლება ჩვენი აბუჩად აგდებისთვის და შიმშილით ამოხოცვისთვის. ვფიქრობ, გადავალთ ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ქუჩის გადაკეტვა, ბლოკირება და ა.შ ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ ეს უაზროდ შემოტენილი მონობა", - თქვა აქციის ორგანიზატორმა, გიორგი მთივლიშვილმა.
აქციის ორგანიზატორი, გეგა სალუქვაძე ამბობს, რომ ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ აქციები რეგულაციების წინააღმდეგ გუშინ და გუშინწინაც გაიმართა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.