მუსიკა, ხმაური და ცხოვრების ჩვეული რიტმი თბილისის ისტორიულ ცენტრში კიდევ რამდენიმე წელი ვერ დაბრუნდება. სხვადასხვა შეფასებით ტურიზმი კოვიდამდელ მაჩვენებელს 2025 წელზე ადრე ვერ დაუბრუნდება. ინდუსტრია, რომელსაც წლიურად 10 მლდ ლარამდე თანხა შემოჰქონდა კრიზისს თავს კარგა ხანი ვერ დააღწევს. პატარა კომპანია იქნება თუ დიდი, ყველა - სასტუმროც, რესტორანიც და ტუროპერატორიც - ახლა ყველა გაკოტრების ზღვარზეა.

გრძელვადიან ეკონომიკური კრიზისის კი მთავრობა მოკლევადიან სამოქმედო გეგმასაც კი ვერ უპირისპირებს. ხელისუფლება იმასაც კი ვერ ამბობს დაზუსტებით გაიხსნება თუ არა ქვეყანა 1 მარტს. 

ზედიზედ მეორე წელია ზამთრის სეზონი ჩავარდა. სექტორში დასაქმებული ნახევარი მილიონი ადამიანი დღეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, დანაზოგები კი დიდ ხნის წინ ამოიწურა.  

ეკონომიკა ისეთი ფორმით როგორიც 2020 წლამდე იყო ვეღარასდროს აღდგება. განსაკუთრებით დაზარალდებიან ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები. მათ მსოფლიოსთვის რაღაც ახლის შეთავაზება მოუწევთ. ინვესტორებზე კი პირდაპირ ნადირობაა გამოცხადებული და ყველა ცდილობს კაპიტალი თავისკენ გადაქაჩოს. ინვესტიციები და ინოვაციები კი ის სფეროებია, სადაც ქართული ოცნების ხელისუფლება ტრადიციულად ყველაზე სუსტია.

სანამ საქართველოს მთავრობა დროს ბიზნესისა და საზოგადოების დაშინებაში კარგავს სხვა ქვეყნები ცდილობენ კორონავირუსის გამოწვევები თავის უპირატესობად აქციონ. 

ტურიზმი არც ერთი დღით არ დახურულა დუბაიში, სადაც 20  მლნ-მდე ვაქცინა წინასწარ შეიძინეს და ახლა უცხოელ ვიზიტორებს კომერციულ აცრებს სთავაზობენ. 

ტურიზმი არ დაკეტილა არც თურქეთში, რომლის ხელისუფლებამ სტამბული ახლა კოვიდ მოგზაურობის მთავარ ცენტრად აქცია - იაფი, სწრაფი და სანდო ტესტების წყალობით. 

კოვიდ ვაქცინირებული ტურისტებისთვის დღეიდან ყველა შეზღუდვა მოხსნა რუმინეთმა. ზამთრის კურორტები ჩვეულ რეჟიმში აამუშავა ბულგარეთმაც. სომხეთში კი კორონავირუსის ეპიდემიისა და ომის მიუხედავად, ეკონომიკის ჩაკეტვა თავში აზრად არავის მოსვლია.

ტურიზმის სფეროსთან ერთად დაზარალებულია სარესტორნო და რითეილ სექტორიც. მაგალითად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ საცალო გაყიდვები ვერასდროს დაბრუნდება კრიზისამდელ დონესა დასულ უფრო მეტი კომპანია საქმიანობის  ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანს, რაც ნაკლებ სამუშაო ადგილს ნიშნავს. 

რთულ დროს კი თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები სჭირდება, რადგან დინების  მიმართულებით ცურვა კოვიდის შემდგომ ეპოქაში ეკონომიკური სიკვდილის ტოლფასია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი