ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს ესაუბრა. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიცალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ორი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს - შეთანხმდნენ, START ხელშკრულების 5 წლით გახანგრძლივებაზე, რომელიც ატომური იარაღის გამოყენების შეზღუდვას გულისხმობს და შეეხნენ თავდაცვის საკითხებსაც.
აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შტატები უკრაინის სუვერენიტეტს უჭერს მხარს.
საუბარი შეეხო აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და რუსეთის მიერ, ამერიკული სამხედრობის მკვლელობაზე გამოცხადებულ ჯილდოებს.
ცნობისთვის, ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს და კანადის პრემიერ მინისტ ჯასტინ ტრუდოსაც ესაუბრა.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე წუთის წინ სენატმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნად ენტონი ბლინკენი დაამტკიცა.