სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ს სახელმწიფო მდივნად დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ს სახელმწიფო მდივნად დაამტკიცა. ბლინკენის თანამდებობაზე დანიშვნას 78-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 22-მა კი - არა. 

58 წლის ენტონი ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. 

ბლინკენმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 25 სექტემბერს CBC NEWS-სთან მიცემულ ინტერვიუში ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კურსზე ისაუბრა, სადაც საქართველოც ახსენა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ბლინკენის კანდიდატურა ჯერ კიდევ ნოემბერში დაასახელა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი