მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა და ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 100 938 698-ს აღწევს. 

ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 73 მილიონი ადამიანი (72 976 577), 2.1 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა (2 169 915). 

დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა შემდეგ 5 ქვეყანაზე მოდის: 

  • ამერიკის შეერთებული შტატები - დაინფიცირდა 26 011 222
  • ინდოეთი - დაინფიცირდა 10 690 279
  • ბრაზილია - დაინფიცირდა 8 936 590
  • რუსეთი - დაინფიცირდა 3 774 672
  • გაერთიანებული სამეფო - დაინფიცირდა 3 689 746

ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 110 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

აქვე იხილეთ - მსოფლიოში 63 მლნ. ადამიანი უკვე აიცრა - ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად ისრაელში მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი