ვირუსის უკეთ გამოსავლენად, ჩინეთში COVID-19-ისთვის ნაცხს, მოქალაქეებს უკანა ტანიდან უღებენ

გამოქვეყნდა:

ჩინეთში მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს კორონავირუსზე  უკანა ტანიდან, სპეციალური ჩხირის გამოყენებით დატესტავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

ვიდრე ჩინეთი ამ მეთოდის გამოყენებას დაიწყებდა, ჩვეულებრივ, მოქალაქეებს ცხვირისა და პირის ღრუდან აღებული ნაცხის გამოკვლევის საშუალებით ტესტავდნენ.

ჩინეთში ტესტირების ახალი მეთოდის დანერგვის მიზეზად უკანა ტანში ვირუსის უფრო ხანგრძლივად გაჩერება სახელდება. პროცედურას კი სულ 10 წამი დასჭირდება.

"უკანა ტანიდან დატესტვა ვირუსის გამოვლენის რიცხვს გაზრდის, რადგან ვირუსის ნაწილაკები უკანა ტანში უფრო დიდ ხანს რჩება, ვიდრე რესპირატორულ ტრაქტში", – ამბობს ჩინელი ექიმი, ლი ტონგზენგი

ბეიჯინგში ახალი მეთოდით გასულ კვირას უკვე გატესტეს 1000–მდე სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი.

ცნობისთვის, ჩინეთი ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების მხრივ, მსოფლიოში 83–ე ქვეყანაა 89 272 შემთხვევით, ბოლო 24 საათში კი, ჩინეთში ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსოფლიოში კი, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი