კარტოგრაფების საქმის განხილვამდე, რამდენიმე საათით ადრე გიორგი მანჯგალაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმის განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე საგამოძიებო უწყებაში უკვე მესამედ გიორგი მანჯგალაძე დაიბარეს - ის პროკურატურაში უკვე შევიდა. 

უცნობია კონკრეტული მიზეზი თუ რის გამოა დღეს ის დაბარებული. მანჯგალაძის წინა გამოკითხვა 11 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

გამოკითხვაზე შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. უფლებადამცველის თქმით, მას გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია არ აქვს. 

თუმცა, სავარაუდოდ, გიორგი მანჯგალაძის გამოკითხვა უკავშირდება ფარულ ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა, სადაც ივერი მელაშვილი მალხაზ მიქელაძესთან საუბრისას გიორგი მანჯგალაძის სახელსა და გვარს ახსენებს, სადემარკაციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი