საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების დაუყონებლივ გახსნა და მოსახლეობის ვაქცინაცია - ამ მოთხოვნებით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქუთაისელები ამბობენ, რომ ტრანსპორტის გაჩერებამ მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია. ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში კი ათასობით ადამიანია დააქმებული, რომლებიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად შიმშილისვის გაწირა.
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ, მათი თქმით, სოციალური ფონი უფრო და უფრო უარესდება, ამაზე კი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
"ხახლის უმეტესობა, რომელიც ჭავჭავაძეზე არის დასაქმებული ვერ მოდის ყოველდღიურად თავიანთ სამუშაო ადგილებზე, დღეში ორჯერ ამ ხალხს ტაქსში ფულის გადახდის საშუალება არ აქვს, მეორე მოთხოვნაა გაიხსნას ბაზრობები, იქ დასაქმებული ხალხი დარჩა უმუშევარი, ჭავჭავაძის გამზირი სრულადაა დაკეტილი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილზე 3000 მოქალაქეა დასაქმებული. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქციის ქუჩაში გასაყიდად კილომეტრებს ფეხით გადიან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს აქციები გაგრძელდება.