სასამართლოს ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მათი დახსნა იქნება - ადვოკატები კარტოგრაფებზე

გამოქვეყნდა:

ე.წ. კატოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი დღეს, 28 იანვარს 2 საათზე გაიმართება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა მსჯავრდებულები მზად არიან გირაოს დათანხმდნენ და ასევე, აკრძალვის შემთხვევაში ქვეყანა არ დატოვონ.

დღევანდელ ბრიფინგზე ადვოკატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათ არ მიეცათ თანაბარ პირობებში მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, რადგან დაცვის მხარის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა. 

"არ იყო შეჯიბრობითი და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმვალობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა, როგორიცაა პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელობა შეაფერხა დაცვის უფლების განხორციელება. [...] ფაქტიურად არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაულებრივობა დაამტკიცოს ამ ადამიანების, თუმცა ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს, რადგან ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ", - თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, არანაირი სისხლის სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების არ არსებობს. მისი განცხადებით, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ სასაამრთლომ ისინი საერთოდ აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვოს.

"სასამართლოსგან ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, უდანაშაულო ადამიანები, დავიხსნათ უკანონო პატიმრობისგან", - თქვა გიორგი მახარაძემ. 

ივერი მელაშვილის ცოლის, თამარ სულაძის განცხადებით, ის ჩანაწერები რაც პროკურატურამ მტკიცებულების სახით გაასაჯაროვა არანაირ დანაშაულს არ ასახავს. 

"ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და შეიძლება წავიდნენ ამ დათმობაზე, ამასაც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ყველაფერი თავიდანვე ვთქვით, რომ პოლიტიკურია, თორემ მათ არანაირი დანაშაული არ აქვთ", - თქვა თამარ სულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი