გულწრფელად მიხარია - გიგი გიგიაძე კარტოგრაფების გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

დიპლომატი და საქართველოს ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!" წერს გიგი გიგიაძე

 შეგახსენებთ, გიგიაძე პირველი იყო მოქმედ დიპლომატებს შორის, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულ მეცნიერებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი