კარტოგრაფების გათავისუფლებას ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება და წერს, რომ ის შედეგი, რაც დადგა, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლისა და საერთაშორისო წნეხის შედეგია:
ივერი მელაშვილისა გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი - დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას.
ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით, თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!
დავიჯეროთ რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება! -წერს ნიკა მელია.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოსამართლემ 20 000 - 20 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
გირაოს თანხა კი მოქალაქეებმა უკვე შეაგროვეს. 40 000 ლარი, ანგარიშის ნომრის დადებიდან ზუსტად 2 საათში შეგროვდა.