რურუას გათავისუფლება იქნებოდა მოლაპარაკებების დასაწყისი - ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ამბობენ,რომ მიუხედავად კარტოგრაფების განთავისუფლებისა ქვეყანაში კვლავს გვყავს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის ციხიდან დასახსნელადაც ისინი მზად არიან ყველა ხერხს მიმართონ.

"ჩვენ მოლაპარკებები არ უნდა გვესმოდეს ისე, რომ ვივაჭრებთ ამ ადამიანებით თუ ამას დავუშვებთ, მაშინ გამოვა, რომ უსასრულო იქნება პოლიტიკური პატიმრების რიცხვი და ყოველ ჯერზე, როცა ქართულ ოცნებას მოუნდება რამე დაათმობინოს ოპოზიციას დაიჭერს ახალ ახალ ადამიანს ამიტომ ეს არის პრინციპული მოთხოვნა, პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ანუ ახლა რურუას გათავისუფლება იქნებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების და პოლიტიკური პროცესის დასაწყისი", - ამბობს ელენ ხოშტარია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი