8% არის 1%-ზე მეტი, მტკიცებულებები სახეზეა, დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები - ვაშაძე ISFED-ის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ ISFED-ის დღევანდელი დასკვნა, რომ შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა იყო, უკვე მტკიცებულებაა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

8% არის 1%-ზე მეტი. ბატონი კობახიძე ამბობდა, რომ თუ ერთ პროცენტს დაამტკიცებთო მაშინ ჩავატაროთ ხელახალი არჩევნებიო, ხომ ამბობდა საჯაროდ, რათ უნდა ამას საგამოძიებო კომისია - აგერ 8%-ი, 7-ით მეტია მის მიერ ნათქვამ 1%-ზე, ამიტომ თქვენი ეთერით მივმართავ კობახიძეს, რომ მტკიცებულებები სახეზეა, დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები", - თქვა გიორგი ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში,  "დღის სტუმარში" საუბრისას. 

"სამართლიანმა არჩევნებმა" ხელახლა გადათვალა 850 PVT უბანი და შემაჯამებელი ოქმების 8%-ში მეტობა დაადგინა. ამის შესახებ ISFED-მა დღეს გააკეთა საგანგებო განცხადება

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი