ქუთაისში, საპროტესტო კარავთან მანქანის შევარდნას სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის საპატრულო პოლიციასთან აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა იმ პირის დასჯაა, რომელიც გუშინ მათი აქციის ჩაშლას ეცადა.
"ჩვენ მოვედით აქ იმის გამო, რომ გუშინ მოხდა ქუთაისში შემთხვევა ჩამქრალი ფარებით სკვერში გამოაიარ მანქანამ და პირდაპირ გეზი აიღო ჩვენი კავრისკენ. ასეთი შემთხვევა მოხდა თელავში ორჯერ, ქუთაისში გუშინ, ეს არის სისტემული დანაშაული, რომელსაც ხელისუფლება აწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ", - ამბობს ნიკა ნარსია, აქციის ერთერთი მონაწილე
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მერიის წინ მდებარე ბაღში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი და 24-საათიანი აქციით აპროტესტებენ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, გუშინ მანქანა შევარდა.