რუსეთში აქციებზე, უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, საპროტესტო აქციებზე უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მოსკოვში დახურა მეტროს სადგურები და გადაკეტა ქალაქის ცენტრი.

შეგახსენებთ, რუსეთის დედაქალაქში, ასევე ათობით სხვა ქალაქში, ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, მოსკოვის აქციაზე, ნავალნის ცოლიც დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი