პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია - მდინარაძე ოპოზიციის მანდატებზე

გამოქვეყნდა:

სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია - ამბობს მამუკა მდინარაძე ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება-არგაუქმებაზე საუბრისას.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ განაცხადა, რომ საკითხზე მსჯელობისას გაითვალისწინეს როგორც ზურაბიშვილის, ისე ევროკავშირის ელჩის არგუმენტები.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, დაუჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას უცნობი დარჩა. როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, გადაწყვეტილებას ხვალ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებენ.

პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად კი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და მოუწოდა "ოცნებას" არ გაუუქმოს ოპოზიციას მანდატები.

საკითხზე კი ერთპარტიულმა საკანონმდებლო ორგანომ 2 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა იმსჯელოს. 

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ 51 დეპუტატი ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი