"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დღეს ჩანიშნულ მის სასამართლო პროცესს დაშინების მცდელობად და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.
"წინა ჯერზე, ეს უცნაურად განახლებული პროცესი გააუქმეს,იმ მოტივით, რომ სავალდებულოობა თუ არ არის და საპატიმრო ვადები თუ არ ითხოვს, გადაიდოს ყველაფერი ლოქდაუნის მოხსნამდეო. არ ლოქდაუნი მოხსნილა და არც კორონა პანდემია შეწყვეტილა.
ეს არის დაშინების მცდელობა ჩემი და გაჩუმების, მნიშვნელობა არ აქვს, მე არ გავჩუმდები, სანამ შემიძლია ვილაპარაკებ, რამდენი პროცესიც უნდათ იმდენი ჩანიშნონ, რაც უნდათ ის ქნან.
უსამართლობის პროგნოზირება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მას არავითარი ლოგიკა არ აქვს. ანგარიშსწორება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებაზე და ამ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია" – ამბობს მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე განახლდება.