არ უნდა გახდნენ პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები - ზარქუა ოპოზიციის მანდატებზე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა უკვე დასრულდა. პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელ 2 თებერვალს გასამართ კენჭისყრაზე ისინი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე თავს შეიკავებენ. 

ეს გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს პარტიის სხვა წევრებმაც, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პარტია სხდომაზეც იგივე აზრს დააფიქსირებს.

"ჩემი აზრით, ყველანაირი გონივრული ვადა მიეცათ მათ, რომ ეფიქრათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რევოლუციების დრო არ აქვს ამ ქვეყანას რა, არც სჭირდება და არც საფუძველი არ არის ამის, ახლა არ უნდა გახდნენ პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები", - თქვა ირაკლი ზარქუამ. 

"ქართული ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შანსია ოპონენტებისთვის, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატები შეუჩერონ. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა. კობახიძეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი