ყველაფერს გავაკეთებ, თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი - ჯაფარიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თვითონვე დააყენონ მისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"[...] ცხრაასორმცაექსვსჯერ თქვა არ შემოვდივარო, განცხადებაც დაწერა ერთი თვის წინ, რამდენიმე დღის წინ გადავურეკეთ, გავაფრთხილეთ რომ საუბარს ვიწერდით და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ არ აპირებს აქ მუშაობასო. მაგრამ მაინც არ გავუშვებთო

ოღონდ ეს სიგიჟე ასე აღგიწერეს თქვენ: ‘საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს’

მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენივე ინიციატივით დააყენოთ ჩემთვის მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს", - წერს ზურა ჯაფარიძე. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს უყრიდნენ კენჭს. პარლამენტმა არცერთ მათგანს მანდატი ამ ეტაპზე არ შეუჩერა.  

შეგახსენებთ, რომ სესიის დაწყებმა "ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პარტიამ ამ ეტაპზე მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავი შეიკავა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა. კობახიძეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი