ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შევიდა მის ნომერზე და ეს პროცესი ისევ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი დაასახელა.

"ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება", - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

გვარამიამ გაანცხადა, რომ ახლა უკვე გასაგებია რატომ განახლდა მხოლოდ მისი სასამართლო პროცესი და რატომ ეჩქარებათ მისი "იზოლაცია". მან წულუკიანის განცხდებას "უკიდეგნო სიშტერე" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ გავრამიას დაურეკოს და რასაც დაარიგებს პარლამენტში ის ილაპარაკოს.

შეგახსნებთ, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ელისაშვილმა გაიმეორა მობილურის ნომერი და თქვა, რომ მას მომავალი 4 წელი უკვე როგორც დეპუტატი ისე უპასუხებს. მსგავსი კამპანია მას წინასაარჩევნოდ ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი