TI: მოვუწოდებთ "ოცნებას", შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  ეხმიანება თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას, პირადი მობილური ტელეფონის  ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, წულუკიანმა არამხოლოდ დაარღვია  პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

"საჯარო ტრიბუნიდან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას... ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე გახშირებული თავდასხმების, ნიკა გვარამიას მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თუ დაწყებული საეჭვო გამოძიების, პირადი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნების, მის ოჯახის წევრებზე თვალთვალისა და მისი შანტაჟის მცდელობის ფონზე,  წულუკიანის ეს ქმედება მმართველი პარტიის მხრიდან გვარამიას წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ანგარიშსწორებას ჰგავს... მოვუწოდებთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის დევნა და უზრუნველყოს მისი სამოქალაქო უფლებების დაცვა", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი