ვიდრე გარეჯის საქმეზე საქართველოში საზოგადოებრივი დაპირისპირება გრძელდება, ქართული ოცნება კი მიხეილ სააკაშვილის კვალზე გასვლას ცდილობს, აზერბაიჯანი კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის.
"ქართული ოცნების" ძალადობრივი კამპანია ივერი მელაშვილს წინაღმდეგ გრძელდება. სახელისუფლებო პარტია საქმეში მთელ სახელმწიფო მანქანას რთავს.
ირკვევა, რომ საჯარო მოხელეები იღებენ დავალებას თავს დაესხან დევნილ კარტოგრაფს. მიზანი - საზოგადოების თვალში, მელაშვილის მოღალატედ გამოცხადებაა ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არც კი ელოდებიან.
ბაქარ ადამია, რომელის მელაშვილს "ალტა ოქეის" მაღაზიაში თავს დაესხა, მთავარი არხის კამერებს ერიდება. სატელეფონო საუბარში კი ამბობს, რომ საჯარო მოხელე არ არის, არც ყოფილა და რომ ივერი მელაშვილი მოღალატეა.
ქართული ოცნების კამპანიის შედეგი - ასე აფასებს სახალხო დამცველი ალტა ოქეიში მომხდარ ინციდენტს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კარტოგრაფების წინააღმდეგ სისტემური იერიში უნდა შეწყვიტოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბაქარ ადამიას მონოლოგს, მიღმა, ქართული ოცნების მიზანმიმართულ კამპანიას ხედავენ, თუმცა მმართველი გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, და ივერ მელაშვილზე თავდამსხმელის გამართლებასაც ცდილობს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი