მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენს შორის დიალოგს - ნათია თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ რესტორატორები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს, თუმცა ამბობს, რომ წესების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ამ თემაზე კითხვას მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.

"მე სრულიად ვიზიარებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც აქამდე იყო მიღებული და მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენს შორის დიალოგს, მათი ხმა არის მოსმენილი, მათი ხმა არის გაგონილი და ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით", - თქვა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლას თვითნებურად გაიხსნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი