რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებთან დაკავშირებით ვირუსის გავრცლების რისკი მაღალია, რადგან იქ ადამიანი დაცვის მთავარ საშუალებას - პირბადეს ვერ იყენებს. მისი განცხადებით, გახსნა მდგრადი უნდა იყოს.

"რისკი რესტორნებში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. [...] 

პირველ რიგში გახსნა შეეხება მაქსიმალურად აუცილებელ, ბაზისურ სერვისებს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შედგომ ამას ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ესაა ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკებისდა მიხედვით ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ. ასეც არის დაგეგმილი", - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლას რესტორატორების ასოციაციამ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად 200-მდე ობიექტი შაბათს, 6 თებერვლას თვითნებურად გაიხსნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი