დიმიტრი სამხარაძე ნიკა გვარამიას ისევ შეურაცხყოფას აყენებს და კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრები დღეს, 3 თებერვალს მათივე თანაგუნდელის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამართლებას ცდილობდნენ.

განსაკუთრებული აგრესიით ისევ გამოირჩეოდა "ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ნიკა გვარამიას შეურცხყოფას აგრძელებს.

"ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამია ქათამს მე არ ვუპასუხებ, ამიტომ ნუ მაწუხებთ ძალიან გთხოვთ, თქვენ ხართ ნიკა გვარამიას პარტიული ტელევიზია, მის სუფლირებით კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ, ეს არის მისი დავალებით კითხვები, ამიტომ მისი დავალებით კითხვებს პასუხს არ გავცემ, არ მიმაჩნია ეს პიროვნება არაფრად", - თქვა დიმიტრი სამხარაძემ. 

ამავე თემაზე: 

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.

წულუკიანის ამ განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი