ბანკებმა მთავრობის 200-ლარიანი დახმარება დააყადაღეს - ადამიანის უფლებათა ცენტრი

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც პანდემიის გამო 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 2021 წლის იანვრიდან უნდა აეღოთ, ბანკებმა სრულად, სესხების გადასახადებში გაუქვითეს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფინანსური ორგანიზაციის ამ თვითნებური გადაწყვეტილების გამო, მინიმალური დახმარების მიღებაც ვერ შეძლო. ადამიანის უფლებათა ცენტრი კი საკუთარი მოქალაქეების უკიდურესად გაღარიბების გამო, სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს, და რეაგირებასაც სწორედ ხელისუფლებისგან ელოდება. 

"დადგენილებაში არის მითითებული, რომ არ შეიძლება, დაუშვებელი ამ 200-ლარიანი კომპენსაციას შეეხოს ყადაღა და ნებისმიერი ვალდებულება გაიქვითოს, ამიტომ ეს თანხები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომ თუ არ დაბრუნდება, ან მომავალ თვეებში შეექმნებათ პრობელმა, მოვითხოვოთ ამ თანხების დაბრუნება", - ამბობს, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე.

ის მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ჩაერიონ სიტუაციაში და გააკონტროლონ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ადამიანებმა რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 6 თვის განმავლობაში კომპენსაციად 200-200 ლარი უნდა აიღონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი