ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ჯერ არ არის დაგეგმილი. ამ თემაზე მან განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი, ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მოქმედებაზე და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, მომავალ კვირებში შეაფასებენ გაზრდილი მობილობის შედეგებს და შემდეგ მიიიღებენ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 თებერვლას მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღა დააანონსა. რა შეზღუდვები მოისხნება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: