ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება, ამ ეტაპზე სკოლები უფრო მნიშვნელოვანია - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღების გახსნა არ იგეგმება და უნდა "შევთანხმდეთ, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია". ამ თემაზე მან მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება, ამ ეტაპზე იხსნება სკოლები 15 თებერვლიდან. ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების ანა-ბანა, რომ როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, არ შეიძლება გაგაიხსნას ყველაფერი ერთად და, რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვიყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი. შევთანხმდებით, რომ სკოლები უფრო მნიშვნელოვანია ჯერ, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები, ბაღების ჯერი აუცილებლად დადგება", - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 თებერვლას მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღა დააანონსა. რა შეზღუდვები მოისხნება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი