
აშშ-ის კონგრესში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ სანქციებს რუსეთის იმ ოფიციალური პირების მიმართ, ვინც კავშირში არიან ოპოზიონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების საქმესთან.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ ჯო ბაიდენი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვს" – ასე ეხმაურება nytimes აშშ–ის კონგრესში წამოწყებულ ინიციატივას.
უფლებადამცველი ორგანიზაციის "Human Rights Watch"–ის აღმასრულებელი დირექტორი ტვიტერზე წერს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კრემლის დიქტატურას უწყობს ხელს.
კანონპროექტის დარეგისტრირებამდე, ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა, ბაიდენის ადმინისტრაციას პუტინის მხარდამჭერთათვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართა.
კანონპროექტის ავტორები, ბორის ნემცოვის მკვლელობისა და ვლადიმირ პუტინის პირადი სიმდიდრის შესახებ სახელმწიფო მდივნის მიერ ანგარიშის მომზადებასაც ითხოვენ, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმუშაოს გერმანიასთან, რათა ამ უკანასკნელმა უარი თქვას გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მხარდაჭერაზე.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში რუსეთის ქალაქ ტომსკის სასტუმროში მოწამლეს. ბოლო რამდენიმე თვე ის გერმანიაში მკურნალობდა და რუსეთში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს, ამჟამად ის რუსეთის ციხეშია – მას 3.5 წელი მიესაჯა.