"ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას პასუხისმგებლობებისგან თავის არიდებად აფასებს და იხსენებს ივანიშვილის "წასვლებს" სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში.
თუმცა, გოგოლაძე რომელმაც ყველაზე კარგად იცის ივანიშვილის მეთოდები და მოქმედების სტრატეგია, ამბობს, რომ რეალურად ის არსად წასულა და ძველებურად აკონტროლებს ყველაფერს:
"როგორც თვითონ განაცხადა, რომ განერიდა სულ ყველაფერს, აბსოლუტურად არ მჯერა, აბსოლუტურად ყველა ძაფს აკონტროლებს, ყველა შეკვეთას იძლევა, ის პირველად არ გადის თამაშიდან, მე ვიცი კიდევ სხვა გასვლები, 1994 წელს წავიდა ის რუსეთიდან და გარკვეული ხანი ცხოვრობდა აშშ–ში, ფლორიდის შტატში, მეორე გასვლა იყო 1996 წელს, წავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად, განერიდა პროცესებს მაშინ, 1994–ში ზუსტად არ ვიცი რა პროცესები იყო, 1996–ში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდებოდა, როცა მან ლებედი დააფინანსა და დაუჭირა მხარი, ასე რომ ეს მისთვის არც პირველია არც მეორეა.
ეს პროცესები რაც დაიწყო, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, მის მიერ გაუკონტროლებელ ოპოზიციის ლიდერებზე, მას უნდა ხელი დაიბანოს პილატესავით, არ გამოუვა, ყველაფერი დაბრალდება მას და მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ის იმოქმედებს მის აქტივებზე დასავლეთში, საქართველო არის დაჩოქებული ერთ ფეხზე, საჭიროა მეორეზე დაჩოქება, რაღაც უნდა მოხდეს უფრო ცუდი და მძიმე და აქაც უნდა ხელი დაიბანოს" – ამბობს ელდარ გოგოლაძე
შეგახსენებთ, ელდარ გოგოლაძე ხვალ პროკურატურაში, დაკითხვაზეა დაბარებული.
ამავე თემაზე: