ტრამპი უარს ამბობს სენატში დანიშნულ იმპიჩმენტის პროცესზე ჩვენება მისცეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარს ამბობს მისი იმპიჩმენტის საკითხზე სენატში ფიცის ქვეშ ჩვენება მისცეს. სენატის დემოკრატების ეს მოთხოვნა ტრამპის ადვოკატებმა უარყვეს. 

ჯეიმი რასკინმა, პალატის დემოკრატმა წევრმა, რომელიც საქმეს იძიებს და იმპიჩმენტის წამყვანი მენეჯერია მოთხოვნის შესახებ წერილი ტრამპს და მის ადვოკატებს ხუთშაბათს გაუგზავნა. დემოკრატებს სურთ, რომ მან კითხვებს სენატში უპასუხოს. 

ხუთშაბათს ტრამპის ადვოკატები სწრაფად გამოეხმაურნენ რასკინის თხოვნას სამაბზაციანი წერილით, მათი აზრით, თხოვნა ნიშანია, რომ პალატამ ვერ დაადასტურა თავისი ბრალდებები ტრამპის წინააღმდეგ.

ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა დაადასტურა, რომ ტრამპი უარყოფს თხოვნას, მან CNN-თან თქვა: "პრეზიდენტი არ მისცემს ჩვენებას არაკონსტიტუციურ პროცესში".

სენატორების აზრი ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. გასულ კვირას 50 რესპუბლიკელი სენატორიდან 45-მა მხარი დაუჭირა პროცესის გაუქმებას. მათი აზრით, ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურია. იგივე აზრზე არიან ტრამპის იურისტებიც. 

ხუთშაბათის წერილში რასკინმა სთხოვა ტრამპს მიეცა ჩვენება მომავალი კვირის ორშაბათიდან ხუთშაბათამდე. იპიჩმენტის სასამართლო განხილვა კი სამშაბათს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი სენატში მეორედ მას შემდეგ დადგა, რაც 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამ საქმეზე ბრალი უკვე 150-ზე მეტ ადამიანს წარედგინა, ზოგადად კი, გამოძიება 400-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი