კაპიტოლიუმზე შეტევის გამო, ბრალი უკვე 150-ზე მეტ ადამიანს წარედგინა - ზოგს 20 წლამდე ციხე ემუქრება

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში, სამი კვირის წინ კაპიტოლიუმის ბორცვზე შეტევაში მონაწილეობის გამო, მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით ბრალი უკვე 150-ზე მეტ ადამიანს წარედგინა, ზოგადად კი, გამოძიება 400-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ მიმდინარეობს, - ამის შესახებ CNN იტყობინება. 

შეტევის მონაწილეებს სხვადასხვა ბრალდება აქვთ წარდგენილი, მათ შორის ხულიგნობა, უკანონო შეღწევა, სხვისი საკუთრების ხელყოფა-ძარცვა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე თავდასხმა. ზოგიერთ მათგანს, ვისაც ბრალს წარუდგენენ, 20 წლამდე ციხე ემუქრება. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომხრეებმა კაპიტოლიუმის ბორცვზე შეტევა მიიტანეს. არეულობის დროს, მინიმუმ, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ამ არეულობის გამო, კონგრესი იძულებული გახდა, შეეწყვიტა სხდომა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, სხდომა მოგვიანებით მაინც განახლდა და ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა.

წარმომადგენელთა პალატამ, დონალდ ტრამპს, არეულობის წაქეზებისთვის, იმპიჩმენტი გამოუცხადა და რეზოლუცია განსახილველად სენატს გადასცა. 

აქვე გაგახსენებთ აშშ-ის მოვლენებს თანმიმდევრობით: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი