"ქართული ოცნების" დეპუტატის და ამჟამად პარლამენტში კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის საწინააღმდეგოდ პეტიცია უკვე შეიქმნა.
კულტურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამინისტრო პირადად თეა წულუკიანისთვის იქმნება, ისინი თვლიან რომ წულუკიანის კანდიდატურა კულტურის მინისტრობისთვის შეუფერებელია.
"როდესაც დაიწყეს ლაპარაკი, რომ კულტურის სამინისტრო უნდა გამოყოფოდა განათლების სამინისტროს, იმ წამსვე ვთქვი რომ, ეს არის თეას სამინისტრო, ბოღმიანი, უკულტურო, ბრაზიანი ქალის სამინისტრო იქნება, როგორ შეიძლება ეს კულტურის სამინისტირო იყოს, როცა ამ ქალს ჩააბარებენ" – ამბობს მხატვარი გია ბუღაძე