ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს - ახვლედიანი

გამოქვეყნდა:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძესთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

"ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით", - ამბობს თეა ახვლედიანი.

მისი თქმით, უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია. ახვლედიანის თქმით, ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით აგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი