ხატია დეკანოიძე, 12 წელმისჯილი, ოკუპანტთა მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, მისი თქმით ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის მწვავედ წამოჭრის ნაცვლად, აბაშიძე–კარასინის ფორმატს მისდევს და იქ რუსული ვაქცინის საქართველოში შემოტანას განიხილავს.
"ამ წლების განმავლობაში, რაც შექმნა ხელისუფლებამ, ოკუპაციის მიმართულებით, ეს არის ურცხვი, უტიფარი ფორმატი აბაშიძე – კარასინის, რომელზეც ახლა განიხილავენ მხოლოდ რუსული ვაქცინის შემოტანას საქართველოში, ჩვენ ვითხოვთ, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები გახელაძის გათავისუფლებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში მწვავედ დაყენებისთვის, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გაათავისუფლონ გახელაძე. ვისმენთ იმას, რომ აბაშიძე კარასინს ელაპარაკება კვირაში რამდენჯერმე და განიხილავენ რაღაც სისულეეებს." – ამბობს ხატია დეკანოიძე, ენმ-ის ერთერთი ლიდერი.
ამავე თემაზე:
ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
ზაზა გახელაძის განაჩენის გამო, საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
მთავრობის უმოქმედობა დანაშაულია - სირცხვილია გახელაძის განაჩენს საგარეოსთან აპროტესტებს
რამდენი ადამიანი მოგვტაცეს, ისევ გვაქვს ნელი ომი – ზუკა ბერძენიშვილი გახელაძის სასჯელზე