"ბავშვებისთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე... შვიდი თვეა, ღამეა" - ზაზა გახელაძის დედა

გამოქვეყნდა:

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან 2020 წლის ივლისში ოკუპანტების მიერ დაჭრილ და გატაცებულ 33 წლის ზაზა გახელაძეს 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას საოკუპაციო ზოლის, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაშიც წაუყენეს.

"მისთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული, არ ვიცი, ჩვენთვის რა იქნება", - ამბობს ზაზა გახელაძის დედა "მთავართან". 

მისივე თქმით, "არანაირი საზღვარი მანდ არ არის, ამას რომ გადაეკვეთა... არავინ მოუკლავს, არავინ დაუჭრია..." 

"ახლაც არის დაბრუნების მოლოდინი, გამოშვების და თავისუფლების. დაიკითხნენ პროცესებზე, პირველივე პროცესზე იყო, რომ ბევრი გარემოება ემთხვეოდა ერთმანეთს, რუსებმა აღიარეს, რომ გამიზნულად არ უსვრია ზაზას და ეს იყო ჩვენი ხელჩასაჭიდი და იმედი, რომ დღეს სასამართლოს შერბილებული ფორმა ექნებოდა, გამოაცხადეს მაინ 12 წელი, ჯერ არ ვიცი რას უნდა ველოდო, ალბათ კეთილი ადამიანების დახმარებას", - ამბობს, ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

"ძალიან სამწუხაროა, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, არ ვიცით ოჯახი და მამა როგორ გადაიტანს ამ ამბავს, გუშინაც წამლების ქვეშ იყო, იმდღეს გაიგებდით, სასწრაფოთი წაიყვანეს, ყველა განვიცდით, ლაპარაკის თავიც არ გვაქვს, უფრო კარგი მოლოდინი გვქონდა, იმედიანად ვიყავით", - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

ცოტა ხნის წინ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდნენ სუს-ის წარმომადგნელები. ერგნეთის შეხვედრების დროს ქართული მხარის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის, ასევე სხვა ტყვეების გასათავისუფლებლად. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ თემაზე კომენტირების დროს პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ წინა ხელისუფლება ახსენა და განაცხადა, რომ "თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მაგრამ ეს ძალიან რთულია", რადგან "საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი წინა ხელისუფლებისგან გვერგო მემკვიდრეობად"

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი