ხდება ადეკვატური ზეწოლა და მესიჯების გაგზავნა - სუს-ი გახელაძის ოჯახთან ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ საკითხს უკვე მოჰყვა პროტესტი თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც მოძრაობა "სირცხვილია" და პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება უმოქმედოა. პარალელურად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ზაზა გახელაძის ოჯახის ჩავიდა.

"ჩვენ ვიყენებთ დიპლომატიურ მექანიზმებს, რითაც, საერთაშორისო არენაზე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, ხდება ადეკვატური ზეწოლა და მესიჯების გაგაზავნა რუსეთის ფედერაციის მისამართით. ეს არის დიპლომატიური საშუალებები, ჩვენ გვაქვს ასევე ჟენევის დიპლომატიური მოლაპარაკებების ფორმატი. გასაგებია, რომ რიგ შემთხვევებში პროცესები ვითარდბა არა ისე სწრაფად, როგორც ამას ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ეს არის მოცემულობა", - თქვა, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დაკავებული უამრავლი საქართველოს მოქალაქე იყო და თითოეული მათგანი ოჯახებს იმ მექანიზმების საშუალებით დაუბრუნდა, რაც ზემოთ აღნიშნა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი