გახელაძეების ოჯახმა აღაიანთან ავტობანი გადაკეტა

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის ოჯახმა აღაიანთან ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა - აქციის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა "მთავარს" ანტიოოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ მიაწოდა. 

"მთავარის" ჯგუფი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

"მთავარის" ინფორმაციით, ავტობანზე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები, პლაკატებით არიან შეკრებილი და ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. 

ამ დროისთვის მოძრაობა ავტობანზე აღდგენილია - პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ გახელაძეების ოჯახმა გზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ თემაზე კომენტირების დროს პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ წინა ხელისუფლება ახსენა და განაცხადა, რომ "თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მაგრამ ეს ძალიან რთულია", რადგან "საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმი წინა ხელისუფლებისგან გვერგო მემკვიდრეობად"

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი