კანადელი მსახიობი ქრისტოფერ პლამერი, რომლის სამსახიობო კარიერა 70 წელს ითვლის, 91 წლისა გარდაიცვალა.

პლამერმა განსაკუთრებულად სახელი 1965 წელს გადაღებულ ამერიკულ მუსიკალურ ფილმ "მუსიკის ჰანგებში" თამაშით გაითქვა, რის შემდეგც მასზე, როგორც მსახიობზე მოთხოვნა გაიზარდა და სხვა როლებიც შეასრულა, მათ შორის შერლოკ ჰოლმსის, რადიარდ კიპლინგის, რიჩარდ მესამის და სხვა.

ქრისტოფერ პლამერის გარდაცვალებას ტვიტერზე საზოგადოებაც გამოეხმაურა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პირველი ოსკარის ჯილდო, 2011 წელს, 81 წლისამ მიიღო.

პლამერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა, ის მშვიდ გარემოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი