რაგბი უკვე პოლიტიკოსების თამაშია - სპორტულ სამყაროში გარჩევებმა კულმინაციას მიაღწია

გამოქვეყნდა:

საქმის გარჩევა სარაგბო სამყაროშო კულმინაციას აღწევს. ერთმანეთს 3 კლანი უპირისპირდება, სამივე მათგანი "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული.

  • ერთ მხარეს არის ახალი მენეჯმენტი - აბუსერიძის სახით, რომლის უკან კალაძე დგას.
  • მეორე მხარეს - გიორგი გახარიას შედარებით სუსტი ჯგუფი.
  • მესამე მხარეს კი ფედერაციის ძველი გამგეობაა, რომლის წევრიცაა გია კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა.

ფედერაციის ანაგარიშიდან დაკარგულია 23 მლნ ლარი. ეს კოლოსალური თანხა უბრალოდ ააორთქლეს. დარღვევების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ის საკმარისი იქნება ბევრი ადამიანის ციხეში გასაშვებად და ალბათ გასაგებია, რომ ერთ ეპიზოდში საქმის გარჩვეა სროლამდეც კი მივიდა. 

ფრონტი გახსნილია. საჯარო რეესტრს 4 დღე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად, თუ აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირეს, შერკინება წესების გარეშე მოედანს მიღმა დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი