საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, "დაუმორჩილებლობის" მარშის მონაწილეების მხრიდან ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების გატარებას აანონსებს.
აქტივისტი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ ვაჟა სირაძემ მუქარები "თავისთვის შეინახოს".
"ვაჟა სირაძე არის ცნობილი ლუზერი, ეს ადამიანი პირადად მე ფეხებზე მკიდია, რადგან ის არაფერს არ წარმოადგენს. ის არის ბიძინა ივანიშვილის ერი რიგითი მონა, დავალებების შემსრულებელი და ეს ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, ძალიან კარგად. სადამსჯელო ოპერაციით ვერ გაგვაკვირვებენ, რადგან ეს არის "ქართული ოცნების" მიერ დაქვემდებარებული პოლიციის ხელწერა... ასე, რომ პოლიცია არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი ქართული ოცნების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, მოქალაქეების შანტაჟის ტერორისა და მუქარის ამიტომ ვაჟა სირაძემ მუქარები შეინახოს თავისთვის იმიტომ, რომ მისი არავის არ ეშინია", - ამბობს ნოდარ რუხაძე
ნოდარ რუხაძის თქმით, "დაუმორჩილებლობის მარში" შედგა და დასრულდა დედაენის ბაღში, სადაც
აქტივისტები პროტესტს გააგრძელებენ და ღამეს გაათევენ.
"დაუმორჩილებლობის მარში შედგა და ახლა პროტესტი გრძელდება. ჩვენ მთელი რამის განმავლობაში ვიქნებთ დედაენის ბაღში... პოლიციელები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთელი მარშის განმავლობაში მოგვყვებოდნენ ფეხდაფეხ და ამდენი ალბათ დიდი ხანია არ უვარჯიშიათ, შეწუხებული სახეებით მოგვსდევდნენ", - თქვა ნოდარ რუხაძემ
აქვე გეტყვით, რომ ბათუმში "დაუმორჩილებლობოს" აქციას სოლიდარობას უცხადებენ და კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან. ჩვენი ინფორმაციით, აქციის ათზე მეტი მონაწილეა დაკავებული.
დემონსტრანტთა მარშრუტზე პოლიციის მანქანების სიმრავლემ საცობი შექმნა