ჩხოროწყუში ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია იკრიბება - საქმე ეხება მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავების ინციდენტს.
ოპოზიცია საკრებულოში პეტიციას შეიტანს ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას, გადაყენებასთან დაკავშირებით - ხელმოწერების შეგროვება დღეიდან დაიწყება.
ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, სოციალურ ქსელში გაავრცელეს და მოგვიანებით ის ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრმაც დაადასტურა. შსს-მ კი გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია