"როგორც ვიცი იგეგმება", "განიხილება" - "ოცნების" დეპუტატები წულუკიანის მინისტრობაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს, 8 თებერვალს უკვე ადასტურებენ, თეა წულუკიანის კანდიდატურა კულტურის მინისტრად განიხილება. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

თავად წულუკიანმა დღეს არ ისურვა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ესაუბრა.

"იგეგმება, როგორც ვიცი იგეგმება", "კი განიხილება, ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა" თქვეს დღეს დეპუტატებმა.

"ქალბატონი თეა სადაც არ უნდა იყოს ყველგან თავის საქმეს გაუძღვება უმაღლეს დონეზე", - თქვა დეპუტატმა, ლადო კახაძემ. 

კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შესახებ პრემიერმა განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა, მისი თქმით, პროცესი თებერვლის თვეს არ გასცდება. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულუტურის მინისტრის პოზიციაზე წულუკიანი განიხილებოდა. 

უკვე გამოქვეყნდა პეტიცია, სადაც ნათქვამია, რომ თეა წულუკიანი ამ სფეროში არაკომპეტენტურია და გაუგებარია, რა ნიშნით არჩევენ აგრესიითა და ხისტი, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორს ხელოვანების მინისტრად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი