რომ არა "ოცნების" ხელისუფლება, ეს დავა პირწმინდად წაგებული იქნებოდა - წულუკიანი აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" უფრო ზუსტად კი ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სტრასბურგში 2008 წლის აგვისტოს ომზე მოგებულ დავას მხოლოდ მათი ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს. პარლამენტში წულუკიანმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას არაფერი, ან თითქმის არაფერი გაუკეთებია საჩივრის კვალიფიცურად წარმოებისთვის.

"რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება ეს დავა საქართველოს ექნებოდა რუსეთის წინააღმდეგ პირწმინდად წაგებული. 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაამთლიანებს, გააერთიანებს და იმ დღეს თუ ჩვერ არ ვიქნებით ცოცხლები, არაფერი არ გვექნება სანანანებელი იმქვეყნად, არც სირცხვილის საფუძველი არ გვექნება, რომ მომავალი თაობა არ დავტოვეთ უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენმა წინა თაობის მთავრობებმა დაგვტოვეს ჩვენ", - თვა თეა წულუკიანმა. 

რაც შეეხება ამჟამინდელ იუსტიციის მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 

"2013 წლიდან, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების განცხადებისა, რაოდენ დიდი სამუშაო გავწიეთ და 700-მდე მტკიცებულება მოიპოვეს, ვერ დაამადლის ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ეს მოვალეობა პირნათლად შევასრულეთ", - თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

ამ თემაზე ჩვენ, ასევე, ჩავწერეთ ლევან მეცხორაძე, რომელიც 2008 წელს საქართველოს ახალდანიშნული წარმომადგენელი იყო სტრასბურგში და მან 6 თებერვლას, საჩივრის წარგდენის ბოლო დღეს 23 კილო დოკუმენტები ჩაიტანა სტრასბურგში. 

"სიმართლე გითხრათ, მე როგორც წარმომადგენელს ამ საქმეზე არ გამიყვია მტკიცებულებები 2012-მდე და 2012-ის შემდეგ, ეს ერთობლივად იქნა შესწავლილი. კონვენციის მიხედვით, როცა საჩივარი შედის სახელმწიფოთა შორის დავაზე, უნდა იქნეს წარდგენლი საილუსტრაციო მტკიცებულებები, რომ საქმე მიჩნეულ იქნეს დასაბუთებულად და დასაშვებად, ის ფაქტი, რომ 2011 წელს ეს საქმე დასაშვებად იქნა ცნობილი, ალბათ მეტყველებს, რომ იმ დროისთვის საკმარისი მტკიცებულება იყო", - თქვა ლევან მაცხორაძემ. 

მისი განცხადებით, დავა საქმეზე 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა ეტაპზე გაკეთდა ის, რისი გაკეთებაც საქართველოს მოეთხოვებოდა.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი